„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილზე ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. ამ დროისთვის სამართალდამცეველებს ის ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, გადაკეტილი აქვთ და განაღმვით სამუშაოებს ატარებენ. ადგილობრივების თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმაც გაიგეს.
„ევექსის“ კლინიკაში განაცხადეს, რომ ქალს დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 19-108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
ამ თემაზე:
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა