weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სუს-ის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

17:04 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობის დაკავებამდე ორი წლის განმავლობაში გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, გიგა ნიკოლეიშვილი 2016-2017 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, 2016 წელს კი მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

2014-2016 წლებში ის შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ხოლო 2013-2014 შპს „ტრანს ეკო“ და შპს „ტრანს მობილის“, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში იყო შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ დაცვის, უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2010-2012 წლებში კი შპს „სპრინგის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

გიგა ნიკოლეიშვილი 2008-2010 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, 2006-2007 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 2004-2006 წლებში კი ამავე სამსახურში კადრების სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

ნიკოლეიშვილს მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება - სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი, ასევე სახელმწიფო ჯილდო მედალი –„ მხედრული მამაცობისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]