weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის აეროპორტში მოქალაქის ხელბარგში 23 კილო მარიხუანა იპოვეს

17:28 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

სამართალდამცეველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ 1959 წელს დაბადებული დ.დ.-ს ხელბარგის ჩხრეკისას, 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ მარიხუანას საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი 4 ოქტომბერს იქნა აღკვეთილი.

„სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის დ.დ.-ს კუთვნილი ბარგის რენტგენო სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23 კილოგრამი მარიხუანა გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსაურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]