weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა და ლიბერალებმა – ჯიშკარიანი

21:54 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

„ილია ჯიშკარიანი ამ ქვეყნიდან ისე არ წავა, ამ სოფლიდან ისე არ გავა, რომ თავისი სიმართლე არ დაამტკიცოს. მე ღმერთს ვეხვეწები... მე მამაოები და დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღდგენ, რომ ამ ბრძოლისთვის გავემზადო“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელიც საკუთარმა თანაშემწემ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ილია ჯიშკარიანი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ ჩაერთო და თამთა თოდაძის მიერ წამოყენებული ბრალდბები უარყო. მისი თქმით, ეს ყველაფერი შეთხზულია და მიმართულია იქითკენ, რომ სახელი გაუფუჭდეს როგორც მას, ისე პარტია „ქართულ ოცნებას“.

„თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემს ადგილას თავი? რატომ ვარ ლოგინში იცით? მე განაჩენი გამომიტანეს აი ამ ფემინისტებმა, რადიკალებმა და ლიბერალებმა...

დღითი დღე მომდის ენერგია, მამაოები მირეკავენ... როგორ, ეკლესიაში... წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობა მაქვს მიღებული. მე იქით ვენახი გავაშენე, აქეთ ეკლესია და პარალელურად ეს ბინძური საქმეები ვაკეთო არა?“ – განაცხადა ჯიშკარიანმა.

თამთა თოდაძე ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანმა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალის თქმით, გაქცევა მოახერხა და პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.

პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ილია ჯიშკარიანს ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა.

ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]