როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ განიხილა, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ე.წ. სამაჯურით გაუშვა.
34 წლის მიხეილ თოდუამ ციხეში 6 წელი გაატარა. მან თავისი საქმიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც განაგრძო და ვინილის დისკიც გამოუშვა.