weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სვეტიცხოვლობის“ გამო მცხეთაში ტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეზღუდულია

10:29 შაბათი, 12 ოქტომბერი 2019

14 ოქტომბერს, ქალაქ მცხეთაში „სვეტიცხოვლობა“ აღინიშნება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

კერძოდ, გუშინ, 11 ოქტომბერს, მოძრაობა აიკრძალა სამხედროს ქუჩაზე, ხვალ 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა, ხოლო ზეგ, 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე.

მცხეთის შესასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]