პირველი მატარებელი 11 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში 11:30 საათზე ჩავა, მცხეთიდან კი 11:50 საათზე გამოვა და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 12:20 საათზე შემოვა.
მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში 22:30 საათზე ჩავა, ხოლო მცხეთიდან 22:50 საათზე გამოვა და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 23:20 საათზე შემოვა.
მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს „სვეტიცხოვლობას“ ულოცავს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს.
[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია