weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა

17:12 შაბათი, 12 ოქტომბერი 2019

საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გამარტივდა.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით.

„საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე;

იმ პირს, რომელიც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;

პირს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით აღდგენის მოთხოვნით, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. აღნიშნულმა პირმა ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს (უარის თქმის საფუძვლები მოწმდება“, – განმარტავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]