შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან - დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს - 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.