შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1997 წელს დაბადებულ გ.ა.-ს და 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს. სამართალდამცველებმა დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თელავში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.