როგორც პანკისის სათემო რადიო „ვეის“ ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე არავის დაუდასტურებია.
კ. ტ-შვილი ბ. ტ-შვილის უფროსი ძმაა, რომელიც სირიაში 2016 წლის 11 ივლისს დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ბ. ტ-შვილი სირიაში 2014 წელს წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, თარხან ბათირაშვილის რაზმში იბრძოდა.
სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა.