ავტოავარია წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ტრაილერი შეეჯახა. სამივე გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია. ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.