weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო – მეუფე გრიგოლი

17:12 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო მაშინ, როდესაც „იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომლებზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს“.

„პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა.

სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს და თუხთუხებს, მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება“, – განაცხადა მეუფემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ ის პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. როგორც მაშინ შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განმარტა, კომისიამ ამ საკითხზე იმსჯელა, მაგრამ კონსენსუსი ვერ შედგა. ამასთან, 2019 წლის 19 თებერვალს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, ეკლესია მზად იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

2019 წლის დასაწყისში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებისკენ მოუწოდეს, თუმცა ის შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა.

ზურაბიშვილმა ბოლო შეწყალების აქტი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გამოსცა და 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი - აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის და გიორგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და ზურაბ ნადირაძე, რომელიც გიორგი ქოიავას მკვლელობის გამო იყო გასამართლებული და რომლის ექსტრადიცია საქართველოში 23 წლის შემდეგ მოხდა.

შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]