weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები? – მეუფე უკრაინის ავტოკეფალიაზე

00:14 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას მხარს უჭერს.

„სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. არ ვიცი, ვინ, რატომ შეიძლება, არ უჭერდეს მხარს. რუსეთის ფაქტორს რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით, როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები? და რატომ უნდა გავითვალისწინოთ? ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს. ხდება თუ არა მათი ინტერესების გათვალისწინება ზოგადად, არ ვიცი, რადგან სინოდი არ ყოფილა და ეს საკითხი არ განგვიხილავს“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

ეპისკოპოსის განცხადებით, არ იცის, როდის განიხილავენ ავტოკეფალიის აღიარების საკითხს სინოდის სხდომაზე.

12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]