weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

გარდაბანში ბოდიში მოახდევინეს პედაგოგს, რომელმაც გოგოს მოტაცება გააპროტესტა

10:39 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019
კადრი მთავარი არხის რეპორტაჟიდან კადრი მთავარი არხის რეპორტაჟიდან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, სკოლის მასწავლებელს საჯარო ბოდიში მოახდევინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ ქორწინების მიზნით გოგონას მოტაცება გააპროტესტა.

„ჩემი ყოფილი მოსწავლე ძალით გაიტაცეს. დღეს მას უნივერსიტეტში პირველი ნაბიჯები უნდა გადაედგა. აი, ასეთი ნაძირლების, არაკაცებისა და ბინძური ადამიანებისგან შედგება ჩვენი თემი. ახლა ბინძურწვერიანი აღსაკალები [უხუცესები] დაიწყებენ, „შერიგდით და დასრულდეს ყველაფერი“, – ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამ შინაარსის ფეისბუქ-პოსტის გამო ახალგაზრდა პედაგოგი თანასოფლელმა მამაკაცებმა სოფლის ცენტრში დაიბარეს, ბოდიშის მოხდა აიძულეს და ამის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელში გაავრცელეს.

ვიდეოზე აღბეჭდილი პირი ახალგაზრდა კაცს ეუბნება, რომ არ არის ღირსი მასწავლებლი ერქვას, რადგან შეურაცხყოფა მიაყენა სოფლის უხუცესებს.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში სამოქალაქო აქტივისტი ელმადინ მამედოვი ამბობს, რომ ბოდიშის მოსახდელად მასწავლებელი გაკვეთილიდან გამოიყვანეს. მისივე თქმით, ამაში ჩართული იყვნენ სკოლის სხვა მასწავლებლები, დირექტორი და საკრებულოს წევრიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

გარდაბანში ცოლად შერთვის მიზნით 19 წლის გოგოს მოტაცებისთვის 2 პირი დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]