weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქარტიის საბჭომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა

15:08 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედისა“ და „პრაიმტაიმის“ წინააღმდეგ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, „პრაიმტაიმის“ რედაქტორმა მირიან ბოქოლიშვილმა და „იმედის“ ჟურნალისტმა, ნატალია მახვილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვიეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სადავოდ ხდიდა „იმედის“ და „პრაიმტაიმის“ იმ მასალებს, რომლებიც ეხებოდა ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნას. მისი მტკიცებით, ჟურნალისტებმა მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელეს, რითიც დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), ამასთან, ფაქტები განზრახ დაამახინჯეს, რაც ქარტიის მეთერთმეტე პრინციპია. განმცხადებლის თქმით, დარღვეული იყო ქარტიის მეშვიდე პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.

საბჭომ მიიჩნია, რომ ფაქტების განზრახ დამახინჯებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპები სადავო მასალაში არ დარღვეულა.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ქეთი ჩუთლაშვილი. მირიან ბოქოლიშვილმა საბჭოს საკუთარი მოსაზრება წერილობით გამოუგზავნა და ტელეფონით უპასუხა დამატებით კითხვებს. ნატალია მახვილაძეს საბჭოსთვის შეპასუხება არ გაუგზავნია და არც სხდომას დასწრებია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]