weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ხაშურის საავადმყოფოში მშობიარე ქალი და ახალშობილი გარდაიცვალნენ

17:42 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019

ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში 40 წლის მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, კახა ხელაძემ განაცხადა, იკვეთება სამედიცინო პერსონალის გადაცდომა.

„ამ ეტაპზე იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გადაცდომა. კლინიკას პერინატალური მოვლის ლიცენზიის შესაბამისად მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფორ მაღალი დონის სამშობიარო დაწესებულებაში გადაყვანას. ვფიქრობ, პერსონალმა იჩქარა რისკების შეფასებისას“, – განაცხადა კახა ხელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]