ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.