ადგილობრივი გამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მეათე კლასის მოსწავლეები ფანჯრიდან იმის გამო გადახსტენ, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.