weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლისის ტბასთან 40 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 5 პირია ბრალდებული

18:05 ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია 5 პირი. ისინი მიმალვაში იმყოფებიან.

„დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, დაუსწრებლად პასუხისგებაში მიცემულია: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით, იძულებით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მათ გ.ვ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაულის მოტივი გახდა ერთ-ერთ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მკვლელობის წინა დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ვინაიდან ხუთივე ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათზე გამოცხადებულია ძებნა. მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]