weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორად დაინიშნა

01:27 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორად გადაცემა „რეაქციის“ ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია დაინიშნა. როგორც მან განაცხადა, არხისთვის ახალი ეტაპი იწყება.

„ვიწყებთ გაფართოებას, გვაქვს უფრო დიდი ამბიციები, უფრო დიდ მასშტაბებზე ვაპირებთ გასვლას, გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა. „ტვ პირველი“ ემზადება კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დასაპყრობად. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გამომივა, რადგან ეს არის ტელევიზია, სადაც მუშაობენ თავისუფალი ადამიანები, სადაც მათ არავინ არაფერს უბლოკავს“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, აცხადებს ვაკანსიებს და ყველა ჟურნალისტს, ვისაც თავისი პროფესია უყვარს, ტელეკომპანია „პირველში“ მუშაობის დაწყებას სთავაზობს.

ტელეკომპანია „პირველი“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ვახტანგ (ვატო) წერეთელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]