weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება

11:03 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

2 ნოემბერს, თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე ფესტივალი „ჭაჭა“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები, გაიმართება დიდი კახური „ზაოდობა“ და მომზადდება კახური სამზარეულოს კერძები. ფესტივალი საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით ტარდება.

„ფესტივალის ჩატარებით გაცოცხლდება კახეთში შუა საუკუნეებში არსებული ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება და ჩვეულებები. ფესტივალი მოიცავს მცირე თეატრალიზებული წარმოდგენებს, რომელიც გააცოცხლებს კახეთის რეგიონის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს. კონკრეტულად კი, კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულებას, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის პროცესს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ღონისძიებას თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე გაუძღვება.

„მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობას დაამშვენებენ კახური ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით. იმუშავებს ჟიური, რომლის წევრები დააგემოვნებენ და ცალკ-ცალკე შეაფასებენ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხების და კომპანიების მიერ გამოხდილ ჭაჭას. ჟიურის გადაწყვეტილება 18:00 საათზე გაჟღერდება. გაიმარება მაკა ზამბახიძისა და ჯგუფ NON STOP-ის კონცერტი“, – .

ფესტივალი „ჭაჭა“ პროექტს Check in Georgia ფარგლებში იმართება. მისი მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, „საქპატენტი“, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]