„ფესტივალის ჩატარებით გაცოცხლდება კახეთში შუა საუკუნეებში არსებული ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება და ჩვეულებები. ფესტივალი მოიცავს მცირე თეატრალიზებული წარმოდგენებს, რომელიც გააცოცხლებს კახეთის რეგიონის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს. კონკრეტულად კი, კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულებას, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის პროცესს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ღონისძიებას თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე გაუძღვება.
„მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობას დაამშვენებენ კახური ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით. იმუშავებს ჟიური, რომლის წევრები დააგემოვნებენ და ცალკ-ცალკე შეაფასებენ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხების და კომპანიების მიერ გამოხდილ ჭაჭას. ჟიურის გადაწყვეტილება 18:00 საათზე გაჟღერდება. გაიმარება მაკა ზამბახიძისა და ჯგუფ NON STOP-ის კონცერტი“, – .
ფესტივალი „ჭაჭა“ პროექტს Check in Georgia ფარგლებში იმართება. მისი მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, „საქპატენტი“, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.