„შევხვდი უწმინდესს, მოვუყევი ჩემი მომავალი გეგმების შესახებ. მკითხა ანაკლიაზეც. დამლოცა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ფრთხილად.
საქართველოში არ დამიწყია არცერთი მსხვილი ბიზნესი - „ბორჯომი“, „ლისის ტბა“ თუ ანაკლია, ისე, რომ უწმინდესთან მაკეტით არ მოვსულიყავი (ეს არის ჩემი ტრადიცია) და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ამ ჩვენი საქმისთვის და ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით. მე დარწმუნებული ვარ, ანაკლია აუცილებლად აშენდება.
უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო საქართველოსთვის, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.