weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა

15:09 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, ნოვრუზ აივაზოვმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა. კაცი პოლიციაში თავად გამოცხადდა და მომხდარის შესახებ აცნობა.

„ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილი დაახლოებით 25 წლის ქალია, აზერბაიჯანის მოქალაქე, კაცი კი 30 წლის იქნება. ცოლ-ქმარი აქ ცხოვრობდა. სამი შვილი ჰყავთ. ქმარმა ცოლი შარვლის ქამრით გაგუდა და ცხედარი ავტომობილით პოლიციის განყოფილებაში წაიღო. ის დაკავებულია“, – ამბობს ნოვრუზ აივაზოვი „რეგინფოსთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]