weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შატილის სკოლა–პანსიონი დაიწვა

16:51 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

პირიქითა ხევსურეთში არსებული ერთადერთი სკოლა-პანსიონი, სადაც 8 მოსწავლე სწავლობდა, დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ სკოლის დირექტორმა, მაყვალა დაიაურმა უთხრა, ცეცხლი სხვენში, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დირექტორი მომხდარს შატილში არსებულ ჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირებს.

„ჰესი ავარიულ მდგომარეობაშია, გაჩერებულია და მთელი კვირების განმავლობაში ელექტროენერგია არ მოგვეწოდებოდა. სარემონტო სამუშაოებს ატარებენ და დღეს, როგორც ჩანს, ჩართეს, რის შედეგადაც ქსელში ძაბვამ მოიმატა. ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა და ხის შენობას მოედო. რა გვეშველება, არ ვიცი“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, 5 ბავშვი შატილის სკოლა პანსიონში სოფელ მუცოდან დადიოდა და მთელი კვირა პანსიონში რჩებოდა. მომხდარის გამო მათ სახლში დაბრუნება მოუწევთ.

შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში დუშეთის მერის წარმომადგენელი ამირან გოგოჭური გამორიცხავს, რომ ხანძრის მიზეზი ჰესი გახდა. მისი თქმით, ამ დროისთვის ჰესი მუშაობს და შატილს ელექტროენერგია მიეწოდება. 

შატილის სკოლა-პანსიონი 2005 წელს, გერმანელი დონორების დაფინანსებით აშენდა. როგორც მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სკოლა–პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაახლოებით 160 ათასი ლარით დაფინანსდა.

ამ თემაზე:

შატილს თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა ექნება – გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]