„ამ დროისთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ვუსამძიმრებთ“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.