თადუმაძემ განმარტა, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ დაწერა.
რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძე ჰკითხა, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“. თადუმაძემ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენდნენ, თქვა, რომ არ იცის. მოგვიანებით გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ მისი პასუხი ხუმრობა იყო.