weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთავი 2-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა

00:29 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, დამწვარია ის ადგილი, საიდანაც თოქ-შოუების მაუწყებლობა ხდება. მისივე თქმით, საინფორმაციო სამსახურის მორიგე თანამშრომლებმა ტექნიკის ნაწილის გადარჩენა მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულია "რუსთავი 2"- ის შენობასთან. მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის გამო ტელეკომპანიის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ტელეკომპანიის ადვოკატებმა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. 3 მარტს სტრასბურგის „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა, შემდეგ კი საქმის არსებით განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე უვადოდ გაახანგრძლივა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]