weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიის სოფლებში სანავიგაციო და სამისამართო პროექტის სამუშაოები დასრულდა

13:06 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019

ეროვნულ სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზას მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემები შეემატა. მესტიის სოფლებში საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს პროექტით გათვალისწინებული საველე-აღწერითი სამუშაოები.

საველე ოპერატორებმა პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, ციფრულ ფორმატში სრულად აღწერეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა გეოგრაფიული მონაცემი, მათ შორის: მისამართები, სატრანსპორტო ქსელი, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, გადასასვლელები, ველო ტერმინალები, ბენზინგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული შენობები, ბანკები, ასევე სპორტული, გასართობი, კვების, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვა ობიექტები. მთლიანობაში, მესტიაში აღიწერა 143 სოფელი, 1 772 ინტერესის ობიექტი, 835 კმ. სიგრძის მქონე საავტომობილო გზა და 731 საგზაო ნიშანი.

სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემების საველე წესით აღწერა ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია. ამ დროისთვის საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოები დასრულდა საგარეჯოს, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, მარტვილის და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში. ჯამში, აღწერილია 466 სოფელი. პროექტის ფარგლებში საველე აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. დაგეგმილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების სოფლების აღწერა.

ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, ქვეყანაში ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა. ამ დროისთვის პროექტის ორივე ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აღწერილია 208 ათასზე მეტი ობიექტი, მათ შორის: 119 311 ინტერესის ობიექტი, 89 300 საგზაო ნიშანი და 57 კმ. საველოსიპედო ბილიკი.

საველე სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების და ხარისხის კონტროლის პროცედურები. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს. ამის გარდა, სააგენტო მონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანია TomTom-საც მიაწვდის, რომელიც ინფორმაციას თავის პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო პროდუქტებში ასახავს.

სანავიგაციო მონაცემები მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს და ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. გამართული სამისამართო სისტემის არსებობა გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიწოდებას, როგორიცაა პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]