weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2019

კუსტარულად დაერთებული 7000 გაზის დანადგარი ჩავხსენით, 5000-მდე ისევ დააერთეს – „თბილისი ენერჯი“

11:25 შაბათი, 19 ოქტომბერი 2019 hits 410
ფოტოზე აფეთქება გურამიშვილის გამზირზე / 1tv.ge-ის ფოტო ფოტოზე აფეთქება გურამიშვილის გამზირზე / 1tv.ge-ის ფოტო

კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე იმ კორპუსში, სადაც დილით ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის შემოწმების ჯგუფს კუსტარულად დამონატაჟებული წყლის გამაცხელებელი ჰქონდა ჩახსნილი.

„აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილია წყალგამაცხელებელი და ჩვენი თანამშრომლის მიერ მითითებულია, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო.

შემოწმდა ბოლო რამდენიმე თვეში „თბილის ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები და გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შესაბამისად, მომხდარის მიზეზებზე შეგვეძლება საუბარი მას შემდეგ, რაც ექსპერტები და საგამოძიებო უწყების თანამშრომლები მუშაობას დაასრულებენ“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, ჩაჭრან კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები.

„წელიწადში ერთხელ „თბილისი ენერჯი“ ატარებს გეგმიურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე ასეთი შემოწმება მეორდება. ამასთან ერთად, ნებისმიერი აბონენტი, რომელიც დარეკავს და მოითხოვს შემოწმდეს მის საცხოვრებელში არსებული გაზის ქსელის გაყვანილობა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება აღნიშნული გაზის ქსელის შემოწმება და გაიცემა საბუთი, უსაფრთხოა თუ არა ის.

გვაქვს შემაშფოთებელი სტატისტიკა. „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანადგარები, რომელიც სცილდებოდა 7 ათას ცალს ერთ-ერთ რაიონში, განხორციელდა ხელმეორე შემოწმება და აღმოჩნდა, რომ 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. დაშავდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შედეგად მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ეზოში მდგარი ავტომობილები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]