weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შავი კლდეების ტბის და მაჭის ციხის ბილიკებზე საშვის გარეშე ვერ გადაადგილდებით

00:58 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ვიზიტორებს აფრთხილებს, რომ რადგან შავი კლდეების ტბის და მაჭის ციხის ბილიკის მონაკვეთები სასაზღვრო ზოლში მდებარეობს, გადაადგილების ნებართვისთვის აუცილებელია საშვი სასაზღვრო პოლიციიდან.

"საშვის აღების პროცედურების გამარტივების მიზნით, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად შევიმუშავეთ საშვის აღების დისტანციური შესაძლებლობა. ვიზიტამდე რამდენიმე დღით (საათით) ადრე ადმინისტრაციის ელექტრონულ ფოსტაზე (ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.) დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტების ასლი: პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდი ან ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა; ან საქართველოს მოქალაქეებმა და ID ბარათის მფლობელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადობა (ორივე მხარე). საშვის დამზადების შემთხვევაში პასუხს მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე და საშვს აიღებენ ლაგოდეხში, ვიზიტორთა ცენტრში", - აცხადებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე.

ლაგოდეხში მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიებია. საერთო ფართობი შეადგენს და მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა.) და აღკვეთილს (4702 ჰა). შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს – რუსეთის ფედერაციას შორის.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]