weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს ოჯახი გაფრთხილებული იყო, რომ დანადგარი ასე არ დაეერთებინათ - შს მინისტრი

15:13 შაბათი, 19 ოქტომბერი 2019
გურამიშვილის გამზირზე აფეთქების ადგილი შს მინისტრმა დაათვალიერა გურამიშვილის გამზირზე აფეთქების ადგილი შს მინისტრმა დაათვალიერა

„როგორც გვეუბნებიან ექსპერტები, ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ გაფრთხილებული იყო, რომ არ დაეერთებინათ ასე და ჩაუჭრეს. სავარაუდოდ, ამ მიერთებამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

„ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში გამოიწვია აფეთქება, რამაც კორპუსის რამდენიმე სართულის დაზიანება გამოიწვია, ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა. საბედნიეროდ, დაღუპული არავინ არ არის, მხოლოდ ერთია დაშავებული შედარებით მძიმედ, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. ეს ადამიანი არის ის პირი, ვინც იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა.ოთხი ადამიანია მსუბუქად დაშავებული, მათ მალე გამოწერენ საავადმყოფოდან.

როგორც ვიცი, ჩვენთვის არ მოუმართავთ, თუმცა კანონის შესაბამისად პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჯერ ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებით დადგინდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება. გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს“, - აღნიშნა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]