weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თორნიკე მერებაშვილის მშობლები პრემიერს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ

18:55 ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019

გარდაცვლილი 19 წლის თორნიკე მერებაშვილის მშობლები გორში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდნენ და მათი შვილის საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვეს. მშობლები ამბობენ, რომ თორნიკე მერებაშვილი ავარიის შედეგად არ დაღუპულა, ის მოკლეს და საქმე არასწორად არის გამოძიებული.

„ჩემს შვილს მანქანა არ დაჯახებია და ავარიის შედეგად არ დაღუპულა. ვიდრე დავკრძალავდი, თბილისიდან ექსპერტი ჩამოვიყვანე, რომელმაც თქვა, რომ თორნიკეს ნეკნები დამტვრეული არ ჰქონდა. მანქანა მიკარებული არ არის.

როგორ შეიძლება დატვირთულმა მერსედესმა ადამიანს გადაუაროს და სხეულზე დაზიანება არ დარჩეს? საქმე ისეა აწყობილი, თითქოს მანქანამ გადაურა. ამიტომაც ამოვიღე ცხედარი მიწიდან ამა წლის მაისში და ექსპერტიზა ჩავატარეთ.

ექსპერტიზის დასკვნას უკვე მეექვსე თვეა ველოდები და ჯერ არ გვაქვს. პრემიერი გორში იყო ჩამოსული, ფერმერებს ხვდებოდა. მე მასთან ადრეც მისული ვარ, როცა ის შს მინისტრი იყო. ახლაც ვთხოვე, რომ საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. თორნიკე მოკლულია, მკვლელი უნდა იპოვონ და დასაჯონ. პრემიერმა გვითხრა, რომ საკითხს მოიკითხავს და დასკვნას მალე მივიღებთ“, - უთხრა „რეგინფოს“ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა.

19 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე გარდაცვლილი 2018 წლის 6 ივლისს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, გასულ წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გამართეს.

2019 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე 50 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა ედება.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს - თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]