აღნიშნული მუხლი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2019 წლის 21 მაისს, კასპის რაიონში შვიდი თვის ჩვილი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ბავშვის არასრულწლოვანი დედა დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჩვილი გვიან ღამით, საწოლში გაგუდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.