პროკურატურა 21 წლის მამაკაცს 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მამაკაცს ბრალი ორი დღის წინ წაუყენეს. საქმის მასალების მიხედვით, გოგო, რომელიც ახლა შვილის მკვლელობაშია მსჯავრდებული და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, დაოჯახების დროს 16 წლის იყო.
კასპის რაიონში შვიდი თვის ჩვილი 2019 წლის 21 მაისს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ბავშვის არასრულწლოვანი დედა დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჩვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა.