weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2022 წლისთვის მასწავლებლის ანაზღაურება 1500-1800 ლარს მიაღწევს

14:55 ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2019
განათლების სამინისტროს ფოტო განათლების სამინისტროს ფოტო

განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგთა ანაზღაურების ზრდდაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე  მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი აქვს, ანაზღაურება  150 ლარით უკვე გაეზარდა.

სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა სტატუსი შეიცვალა, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება: უფროსი მასწავლებელი - 1011 ლარი; წამყვანი მასწავლებლებელი - 1435 ლარი; მენტორი მასწავლებლებელი - 1745 ლარი.

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით გაეზრდებათ ხელფასი, რაც  საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს. 

სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც მასწავლებლის კომპეტენციას პედაგოგთა ახალი რაოდენობა დაადასტურებს და სტატუსს აიმაღლებს, წლის ბოლომდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]