weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

პედაგოგთა გამოცდების გამო 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება

11:34 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2019

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის  სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები  (იხ. სკოლების ჩამონათვალი).

სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127) 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა V-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]