weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

სტურუა, დოლიძე, წილოსანი - აჭარის ტელევიზიის 3 მრჩეველი დაამტკიცეს

14:58 პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019

სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და თამარ წილოსანი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებად უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. სტურუა და წილოსანი „ქართული ოცნების“ რჩეულები არიან, წილოსანი კი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით წარადგინეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სოსო სტურუამ 15 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის „ევროპული საქართველოს“  წევრის პეტრე ზამბახიძისაც.

სოსო სტურუა აჭარის ტელევიზიის დირექტორად მუშაობდა 2013-2016 წლებში. 2017 წლიდან კი აჭარის საარქივო სამმართველოს დირექტორის მოადგილედ მუშაობს.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ირინა ყურუას თქმით, სტურუას მმართველობის დროს მას ზეწოლის არაერთი მცდელობა ახსოვს. იმ პერიოდში ყურუა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

თამილა დოლიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით. დოლიძე იმ 103 თანამშრომელს შორის იყო, რომლებიც ნათია კაპანაძის მმართველობას აკრიტიკებდნენ და დირექტორის იმპიჩმენტის წინა დღეს ბრიფინგი გამართეს მის წინააღმდეგ.

თამარ წილოსანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თანამშრომელია. იგი აჭარის ტელევიზიის დირექტორის ყოფილი მოადგილისა და მოქმედი დეპუტატის, ცოტნე ანანიძის თანაშემწეა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა, გუშინ, 24 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ისინი მრჩეველთა საბჭოს შერჩეული კანდიდატებს არ ენდობოდნენ. საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა მაია მერკვილაძემ და ნათია შავაძემ, საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა თეონა ბაკურიძემ და თეონა თურმანიძემ, ასევე გადაცემა „სათქმელის“ წამყვანმა, ირინა ყურუამ აღნიშნეს, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]