weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცირეკონტინგენტიან სკოლებში პრობლემები ახალი პროგრამებით გადაიჭრება - მინისტრი

11:38 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოს სკოლების ნახევარი, 1-100 მდე მოსწავლიანი სკოლაა (900 ზე მეტი სკოლა), რომლებიც ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან.

მინისტრის თქმით, მასწავლებლის სახლის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 150 წარგზავნილი მასწავლებელი უკანასკნელი 10 წელი დეფიციტს ვერ ავსებდა, ეს რაოდენობა ყოველწლიურად მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40 %-ს აკმაყოფილებდა.

„მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებზეც ათწლეულებია არ იქმნება კონკურსი და ე.წ უფასო პროგრამებზეც კი კონტინგენტი არ სცდება ყოველწლიურად 530-მდე ადამიანს. წელს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, უნივერსიტეტები, აკადემიური პროგრამების ხანგრძლივობიდან გამომდინარე,  უახლოესი 5-10 წლის მანძილზე ვერ უზრუნველყოფენ საჭირო კადრების მომზადებას.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაძლიერდეს ისეთი მიზნობრივი პროგრამები, როგორიც არის მაძიებლობის პროგრამა - დღეისათვის სისტემაში 2000-მდე მაძიებელი პედაგოგია.  

პირებს, რომლებსაც აქვთ რომელიმე დისციპლინის/საგნის მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, სკოლაში კონკურსის გავლის შედეგად ერთვებიან 2 წლიანი მომზადების პროგრამაში, გადიან დისტანციური მომზადების კურსს და აბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას. მაძიებლობის პროცესში მასწავლებლები პრაქტიკოსი მასწავლებლის ოდენობის ანაზღაურებას იღებენ. მასწავლებლის ეროვნული სკოლა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც მოქმედ, ისე მასწავლებლობის მსურველებს გაიარონ 3 თვიანი ინტენსიური პროგრამა და ასწავლონ ერთზე მეტი მომიჯნავე  საგანი, მაგალითად ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო განათლება, ან ქიმია-ბიოლოგია და ა.შ. პროგრამაზე 4000 პირი დარეგისტრირდა. 24-25 ოქტომბერს გასაუბრებები გაიმართა, ხოლო ტრენინგი ნოემბერში გაიმართება. პროგრამა ასწავლე საქართველოსთვის - გააგრძელებს მასწავლებლების წარგზავნას განსაკუთრებით მოშორებულ და მთის სკოლებში“ - განაცხადა მინისტრმა.

პედაგოგებთან შეხვედრაზე, ასევე ითქვა, რომ ცვლილება შედის მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაში და ე.წ 60 კრედიტიანი პროგრამა, მსურველებს საბაკალავრო სწავლებისას როგორც დამოუკიდებლად, ასევე ინტეგრირებულად შეეთავაზებათ.  უახლოეს პერიოდში შემუშავდება ასევე საბაზო საფეხურის საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა მომზადების პროგრამები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]