weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

18:58 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019
ფოტო - sknews.ge ფოტო - sknews.ge

ახალციხე - ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის პირველ 6 თვეში 2729 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 224 და დაშავდა 3708 ადამიანი.

ყველაზე ხშირად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.

2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში სულ რეგისტრირებულია 17544 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]