ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება
სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს
მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.