weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აბასთუმნის ობსერვატორია სასწავლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი გახდება

10:58 სამშაბათი, 29 ოქტომბერი 2019

განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაკიძის განცხადებით, სამინისტროს პოლიტიკა სწორედ იქით არის მიმართული, რომ აბასთუმნის ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

ვაშაკიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის, მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარება, გაძლიერება და მისი საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლება გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებს, ექნება შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ობსერვატორიის რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ გადაიხედება და სარგძნობლად გაძლიერდება სახელფასო პოლიტიკა. გარდა ამისა, ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობა ახლადშექმნილი სსიპ-ის ბალანსზე გადავა და მის განკარგვას ადმინისტრაცია სრულად შეძლებს.

მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა მეცნიერ თანამშრომლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონცეფციაში, რომელიც ობსერვატორიის განვითარების მიზნით შეიქმნება, მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშა და როლი მსოფლიო მასშტაბით. ამის შემდგომ, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა და მოდერნიზაცია. ზაზა მარუაშვილმა კონცეფციის შემუშავებაში უცხოელი მეცნიერების ჩართვის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. სამინისტრო კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დამატებითი დაფინანსების სტიმულირებას.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]