weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

22:07 სამშაბათი, 29 ოქტომბერი 2019

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომას ბოდბელი ეპისკოპოსიც დაესწრება.

„მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ის არის ბოდბელი მთავარესპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ - აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე განმარტებით, დღეს რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა პატრიარქი ქალაქს განარიდეს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. „ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალაქს, რამდენიმე დღეს ატარებს რეზიდენციაში და ისევ ბრუნდება ქალაქში,“ - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]