გარდაცვლილის დედა და მეგობრები თვითმკვლელობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში თავი მოიკლა 287-მა ადამიანმა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობის მცდელობის 219 შემთხვევა.
თვითმკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელია. ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას), კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად ცხოვრების მიმართ: უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. ხშირად, ხმამაღლა აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“... გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არცთუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.
თუ იცნობ ვინმეს, ვინც თვითმკვლელობის რისკის ქვეშაა, მაშინ: შეარჩიე შესაბამისი დრო და წყნარი ადგილი, რათა გაესაუბრო ადამიანს, ვისზეც ღელავ. აგრძნობინე, რომ უსმენ; წაახალისე მიიღოს დახმარება პროფესიონალისგან, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი. შესთავაზე სპეციალისტთან გაყოლა.
„რეგინფო“ მწუხარებას გამოთქვამს სანდრო ბერაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.