weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სინოდს ჰყავს მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე - მეუფე პეტრე

20:56 ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი 2019
პირველი არხის ფოტო პირველი არხის ფოტო

„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი... ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს“, – განაცხადა პეტრე ცაავამ, რომელიც 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან გადააყენეს.

ყოფილმა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია „მთავარისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სინოდის სხდომა იყო პილატეს სასამართლო, სინოდის წევრები კი იქცეოდნენ სინედრიონივით.

ცაავას თქმით, მან სცადა ბოლომდე წაეკითხა რუის-ურბნისის ადგილობრივი კრების მე-18 განწესება, რომელიც რჯულის კანონთან არის გათანაბრებული და სავალდებულოა ეკლესიის ყველა წევრისთვის, მაგრამ სინოდის წევრება ბოლომდე წაკითხვის საშუალება არ მისცეს.

„დიახ, შევეხე ამ თემას, პედარასტიის თემას, მაყურებელს ვთხოვ შენდობას, ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელი - პედერასტი - ეს არის საეკლესიო ტერმინი, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. სხვა როგორ უნდა ვთქვა სიმართლე, როცა ვგულისხმობდი ამ ტერმინის შინაარსს? თუ ვინმე ბრკოლდება, ვითხოვ შენდობას, მაგრამ საგანს დავარქვი თავისი სახელი. მხილება და სიმართლის თქმა, არ არის უხამსობა. თუ პატრიარქმა და სინოდმა მიიღეს თავის თავზე, გამოდის, ეს არის თვითლუსტრაცია. ძალიან მარტივი ლოგიკაა.

რჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის მხილებული ცრუ ბრალდებაში, საკმარისია იმისთვის, რომ დამტკიცებულად ჩაითვალოს ბრალდება. ვუთხარი პატრიარქს, მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომლებიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ. მე მზად ვარ ეს ბრალდება დავამტკიცო.

პატრიარქისგან ვითხოვდი ყოფილიყო გარანტი რჯულის კანონის აღსრულებისა“, - აღნიშნა  პეტრე ცაავამ. მან ასევე ეკლესიაში კერპთაყვანისცემლობის საფრთხეზე ისაუბრა:

„პატრიარქს ვუთხარი, თქვენ ხართ მამა, რაღაც უპირობო კერპს ქმნიან თქვენგან, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჯერ მიყვარს უფალი იესო ქრისტე და მისი სიმართლე, სამშობლო, საქართველო და მერე თქვენ, როგორც მაღალი იერარქი. მაგრამ ღმერთზე და სამშობლოზე წინ ვერ დაგაყენებთ მეთქი.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, ჯერ არ იცის, მღვდელმთავრობიდან მისი გადაყენების შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა მსოფლიო საპატრიარქოში.

„უფალს მივენდობი.. მე ვთხოვდი უფალს, რომ მალე დადგეს დღის წესრიგში და ეკლესიის გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდეს. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ეკლესიამ პატრიარქის  ხელმძღვანელობით და წმინდა სინოდმა  დაუშვა საბედისწერო შეცდომა ჩემთან და ამ უსამართლობასთან მიმართებაში”.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]