weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა

12:58 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარების გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების დაახლოებით 15%-მა ვერ გადალახა. მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს უნარების გამოცდაში მესამე ვარიანტისათვის გამსვლელი ქულა 21 იქნება, ხოლო დანარჩენი ვარიანტებისთვის - 24.

„აღმოჩნდა, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტი უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტები. მესამე ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა იქნება 21. ყველა დანარჩენი ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა 24 და მეტია. დაახლოებით 15%-ია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. ამ რაოდენობის აბიტურიენტებმა ვერ მოახერხეს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ზოგად უნარებში წინა წლებშიც. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, უფრო უკეთესი შედეგები გვქონოდა“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ზოგადი უნარების გამოცდის პირველად შედეგების გაცნობა აბიტურიენტები დღეს, 12:00 საათიდან შეუძლიათ. ორშაბათიდან ეტაპობრივად სხვა გამოცდების შედეგებიც გამოქვეყნდება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაში 29 000 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა. ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]