weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თოვის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

14:00 პარასკევი, 01 ნოემბერი 2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ 36 - კმ 72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

აღნიშნული გზის კმ 1 - კმ 36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის. გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ვერ ხსნიან. მესამე წელია გზის გახსნა უფრო გვიანდება. 2017 წელს სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, მდინარე დააგუბა და ტბა წარმოქმნა. გაზაფხულზე გზას წყალი ფარავს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, თუშეთის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.

წელს მთელ თუშეთში 23 ადამიანი გამოიზამთრებს, აქედან თითო-თითო კაცი სოფლებში - ჭეშოში, ჩიღოსა და ბოჭორნაში, 3 ადამიანი შენაქოში, დანარჩენი კი ომალოში. ნოემბრიდან მაისამდე თუშეთში გადასვლა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის სამოქალაქო რეისებს თვეში ერთხელ ან ორჯერ ასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]