10:00 საათზე ვიზიტი დაგეგმილია სოციალურ საწარმო ნუკრიანში, სიღნაღის რაიონში. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნუკრიანის სოციალურმა საწარმომ ნუკრიანში მცხოვრები 150 ქალი გადაამზადა. ისინი რეწვის სხვადასხვა ტექნოლოგიას დაეუფლნენ, რის შედეგადაც შესაძლებლობა მიეცათ გასაყიდი პროდუქცია აწარმოონ და შემოსავალი მიიღონ. „ნუკრიანის სახელოსნოები“ ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით არსებული 90 სოციალური საწარმოდან, რომელსაც ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით კონსულტაციები გაეწია და შესაბამისი გადამზადება ჩაუტარდა. ევროკავშირის ელჩი საწარმოს დამფუძნებლებსა და ბენეფიციარებს შეხვდება.
13:00 საათზე, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ევროკავშირის ელჩი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვარლის ევროკლუბს გახსნის. ევროკლუბს მხარს უჭერენ ილიას უნივერსიტეტი, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „ქინძმარაულის კორპორაცია“. ეს არის ახალგაზრდებისათვის თავშეყრის ადგილი რეგიონში, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ ცოდნა, იმუშაონ ერთობლივად, წაიკითხონ ახალი წიგნები, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს და განიხილონ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები.
15:00 საათზე, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს 150 ათასი ლარის ღირებულების ტრაქტორებს გადასცემს, მდგრადი ენერგიის გამომუშავების ხელშეწყობის მიზნით. ტრაქტორები გამოყენებული იქნება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნარჩენების (ვაზის ხარშვის ნარჩენები) შესაგროვებლად, რაც შემდგომ წარმოშობს ბიომასას ორი ადგილობრივი საბავშვო ბაღის გასათბობად. აღნიშნული გათბობის სისტემის შედეგად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი (თავიდან იქნება აცილებული სოფლის მეურნეობის ნარჩენების გარე წვა), შემცირდება ემისიების გამოყოფა (არ შეიქმნება სხვა რეგიონებიდან საბავშვო ბაღების გასათბობად საწვავის ტრასპორტირების საჭიროება) და შემცირდება გათბობის ხარჯები (არ იქნება საწვავის შესყიდვის საჭიროება).