weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჯარო რეესტრის წარმატებულ რეფორმებს უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო

11:42 ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა და უწყების მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გაეცნო. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა სტუმრებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2016 წლის აგვისტოდან წარმატებით ახორციელებს.

გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს გამარტივებული პროცედურების, ელექტრონული სერვისების, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებისა და საჯარო რეესტრის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

აზიისა და წყნარი ოკეანეთისათვის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სხვადასხვა საჯარო უწყების მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) თემის ფარგლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ეცნობიან.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის, ეკონომიკისა და მრეწველობის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, ასევე სტატისტიკის კომიტეტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, პროკურატურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და  მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.

R - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]